Georgia Gaming Congress 2017 შედეგები
1 მარტს თბილისში გაიმართა მესამე საერთაშორისო სათამაშო ბიზნესის კონგრესი. ამ პლატორმის მონაწილე ავტორიტეტულმა ექსპერტებმა განიხილეს სათამაშო ინდუსტრიის განვითარების უახლესი ტენდენციები, ხოლო ექსპონენტებმა კი, გამოფენაზე წარმოადგინეს მოწინავე გამოგონებები ამ დარგში.
ღონიაძიებას ესწრებოდა დაახლოებით 200 ადამიანი, მათი მეოთხედი - მსხვილი კომპანიების წამყვანი მენეჯერები. ღონისძიების გაშუქება ქართული მედიისა და საერთაშორისო სპეციალიზირებული გამომცემლობების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული.
რაზე საუბრობდნენ კონფერენციაზე
კონგრესის საგანმანათლებო-ინფორმაციულმა ნაწილმა ტრადიციულად სათამაშო ინდუსტრიის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. სტუმრების წინაშე მოხსენებით 15 სპიკერი გამოვიდა.
წლევანდელი კონფერენცია გახსნეს ღონისძიების გენერალური სპონსორის - კომპანია Betconstruct - წარმომადგენლებმა რაფაელ ბადალიანმა და ოქსანა იანიშინამ. ისინი დაწვრილებით მოყვნენ რევოლუციურ ცვლილებებზე გემბლინგში, რომელიც ვირტუალურ რეალობასთანაა დაკავშირებული, ასევე ყურადღება გაამახვილეს უპირატესობაზე კომერციული სარგებელისა დილერებთან - live-თამაშებში. ექსპერტები აცხადებენ, რომ live-კაზინოს შეუძლია საიტის მომხმარებელთა რაოდენობის 100%-ით გაზრდა, და 70%-ით კი - შემოსავლების მატება.
შემდგომ სიტყვა აიღო საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმა თეონა შიუკაშვილმა და დაწვრილებით გააშუქა სათამაშო ინდუსტრიის დაბეგვრის თემა, როგორც მთელს საქართველოში ზოგადად, ასევე მის ცალკეულ რეგიონში.
ონლაინ-კომერციის დირექტორი Alderney eGambling Limited სიუზენ ოლარი მოხსენებით გამოსვლისას დაწვრილებით შეეხო რეგულირებას ონლაინ სათამაშო ბაზარზე და დაბეჯითებით დაასაბუთა ის გარემოება, რომ აუცილებელია დისტანციური სათამაშო მომსახურების ოპერატორების ლიცენზირება და იმის გააზრება, თუ რა დიდი უპურატესობა მოაქვს სათამაშო კონტროლის ოლდერნის კომისიაში (AGCC) ლიცენზირებას.
მსოფლიო ინტერნეტ ქსელში აზარტული თამაშების თემა განაგრძო კომპანია Betsense გენერალურმა დირექტორმა ზაქარია ხითარიშვილმა. მისი მოხსენებიდან კონგრესის მონაწილეებმა გაიგეს, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ხელოვნურად ონლაინ კაზინოში მოთამაშეთა თამაშის დრო.
თავის მხრივ აზარტული თამაშების ინდუსტრიის დამოუკიდებელი კონსულტანტი, სპორტული არხების Setanta Sports, Setanta Sports + დამფუძნებელი, Sports Betting Community (SBC) წარმომადგენელი ლაშა მაჭავარიანი არ დაზარდა პრაქტიკულ რჩევებს სათამაშო ბიზნესის წარმოებაზე ქვეყანაში და მოყვანილი მაგალითებით დაასაბუთა ქართული და რუსული ბაზრების განსხვავება. სპიკერის სიტყვით გამოსვლისას დარბაზშიარ იყო არც ერთი თავისუფალი ადგილი. მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, დასმული იყო ბევრი საინტერესო შეკითხვა.
Federbet გენერალური დირექტორი გრანცესკო ბარანკამ მოხსენება მიუძღვნა მტკივნეულ თემას - ფენტეზი და კიბერ-სპორტში მატჩების შეთანხმება-მორიგებას, მისი თქმით ამ პრობლემის აქტუალურობა დღითი-დღე იზრდება იმის გამო, რომ სათამაშო ტურნირებში ფსონის დადების პოპულარობის ტალღაა აგორებული.
კიდევ ერთხელ გადაიტანა ყურადღება ონლაინ სეგმენტში კომპანია Slotegrator განვითარების მენეჯერმა ვადიმ პოტაპენკომ. მან ისაუბრა ჩატ-ბოტებისა და მესენჯერების ადგილზე აზარტული თამაშების ინდუსტრიაში. კერძოდ, კი რეკომენდაცია მისცა მსმენელებს Telegram-ის უთუოდ მოხმარებაზე, როგორც უსაფრთხო, სწრაფ და მოსახერხებელ რესურსზე, დიდი აუდიტორიით.
Bitcoin Embassy Georgia დამფუძნებელმა ალექსი სუდაძემ მსმენელთა ყურადღება გაამახვილა კრიპტოვალუტის უპირატესობაზე გემბლინგის კომპანიებისთვის. ტექნოლოგია, რომელიც დევს ბიტკოინის საფუძველში, ფულადი ოპერაციების სიჩქარეს ზრდის და მოთამაშეების ნდობას იმსახურებს.მოხსენების დასასრულს კი, ალექსმა გამოაცხადა მილიონის სახალისო გათამაშება კრიპტოვალუტაში. გათამაშების შედეგები შეიძლება იპოვოთ საიტზე.
მომხიბლავი გამოსვლა ჰქონდა აგრეთვე კომპანია Casino Technology-ს წარმომადგენელს სტეფანა ენჩევას. სპიკერმა განმარტა, თუ როგორ გამოიყენება პრაქტიკაში ომნიკალური გადაწყვეტილებანი.
ეფექტური მარკეტინგის საიდუმლოებები გაუზიარა აუდიტორიას კაზინო Ambassadori-ს PR- და ჯანქეთ დეპარტამენტების ხელმძღვანელმა მარინა ფალმიჯიანმა. მოხსენებაში მან გააკეთა აქცენტი აზარტული ტურისტების სათამაშო დაწესებულებებში მოზიდვის მეთოდებზე. ბოლოს გამოვიდა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, პარტია "თავისუფალი საქართველოს" დამფუძნებელი, თბილისის საკრებულოს წევრი კახა კუკავა. მან ყურადღება გაამახვილა დასაქმების მთავარ პრობლემებზე, სათამაშო დაწესებულებებში ოპერატორებსა და პერსონალს შორის ურთიერთობების ხარვეზებზე და მათი მოგვარების გზებზე.
დემოზონის მონაწილენი
Georgia Gaming Congress საგამოფენო დარბაზში სლოტ-მანქანებისა და კაზინოს სხვა მოწყობილობათა მწარმოებლებმა თავიანთი სიახლეების დემონტრაცია გამართეს. აქვე პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებმა წარადგინეს ეფექტური გადაწყვეტა ონლაინ ბიზნესისთვის, სხვადასხვა სოფტის სახით. დამთვალიერებლები აქტიურად ინტერესდებოდნენ ექსპონენტთა პროდუქციით და თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს ეწეოდნენ.
კონგრესის სტუმრებს წარუდგინეს შემდეგი კომპანიები: Betconstruct, GM Gaming, Ftoros, Slotegrator, UB|Gaming, GoldenRace, Betgames.tv და გემბლინგში თაღლითობასთან მებრძოლი ორგანიზაცია — Federbet.
სასიამოვნო ფინალი
სათამაშო ბიზნეს კონგრესი საღამოს დაგვირგვინდა გასართობი პროგრამით კომპანია Ftoros - გან რესტორანში In The Shadow of Metekhi. აქ სტუმრებმა იგრძეს, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა, აღფრთოვანდნენ ეროვნული სამზარეულოს კერძების განუმეორებელი გემოთი, რომელიც მოამზადეს საქართველოს საუკეთესო მზარეულებმა.
საღამომ კიდევ უფრო დაახლოვა მონაწილენი და განამტკიცა საქმიანი კონტაქტები. უშუალო გარემოცვაში მონაწილეებმა იპოვეს ახალი პარტნიორები და რა თქმა უნდა მრავალი მათგანისთვის აქ დაიწყო ახალი ეტაპი ბიზნესის განვითარებისთვის.
გულითად მადლობას ვუხდით:
გენერალურ სპონსორსა და ლენტის სპონსორს — Betconstruct.
ოქროს სპონსორს — CASEXE.
საღამოს გართობის სპონსორს— Ftoros.
საინფორმაციო მხარდაჭერის სპონსორს — INBET.
სიახლეთა ბლოკის სპონსორს — Вtobet.
გენერალურ ინფო-სპონსორს— Login Casino.
ორგანიზატორი Georgia Gaming Congress — კომპანია Smile-Expo. 11 წლის ნაყოფიერი მუშაობის შედეგია 200-ზე მეტი კონფერენცია, გამოფენები და ფორუმები რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, სომხეთში, ესტონეთში, ჩეხეთში, პოლონეთში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში.